იუვენტუსს მარსელოს დამატება სურს

11:53, 21.01.2019
LEGANES, SPAIN – JANUARY 16: Marcelo Vieira of Real Madrid controls the ball during the Copa del Rey Round of 16 match between Leganes and Real Madrid at Estadio Municipal de Butarque on January 16, 2019 in Leganes, Spain. (Photo by TF-Images/TF-Images via Getty Images)

ტურინის „იუვენტუსს“ მადრიდის „რეალის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის, ბრაზილიელი მარსელოს დამატება სურს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS იუწყება.

„ბებერი სინიორას“ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუსა და ბრაზილიელ მარცხენა მცველს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.

წყაროს ცნობით, 33 წლის პორტუგალიელ ფორვარდს სურს, რომ კლუბმა მისი ყოფილი თანაგუნდელი შეიძინოს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს გუნდს ალექს სანდრო დატოვებს. შესაბამისად, იტალიელები მაქსიმალურად ეცდებიან მარსელოს დამატებას.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი