ტურინის „იუვენტუსს“ მადრიდის „რეალის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის, ბრაზილიელი მარსელოს დამატება სურს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS იუწყება.
„ბებერი სინიორას“ ლიდერ კრიშტიანუ რონალდუსა და ბრაზილიელ მარცხენა მცველს ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებთ.
წყაროს ცნობით, 33 წლის პორტუგალიელ ფორვარდს სურს, რომ კლუბმა მისი ყოფილი თანაგუნდელი შეიძინოს. გარდა ამისა, დიდი ალბათობით, მიმდინარე წელს გუნდს ალექს სანდრო დატოვებს. შესაბამისად, იტალიელები მაქსიმალურად ეცდებიან მარსელოს დამატებას.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.