რონალდუმ სეზონი პირადი ანტირეკორდით დაასრულა
რონალდუმ სეზონი პირადი ანტირეკორდით დაასრულა

სერია A-ს 2018-19 წლების საუკეთესო მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუ ამ სეზონში სუსტად გამოიყურებოდა წინა წლებთან შედარებით. კერძოდ, პორტუგალიელმა შედეგიანობის პირადი ანტირეკორდი დაამყარა ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

რონალდუმ იტალიის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. 2008-09 წლების სეზონის შემდეგ, ეს კრიშტიანუს ყველაზე დაბალი შედეგიანობაა. მაშინ ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა და 33 მატჩში 18-ჯერ გამოიჩინა თავი.

კრიშტიანუ რონალდუ ტოვებს სერია A-ს ბოლო ტურს. მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ფორვარდს დასვენების საშუალება მისცა, რათა რონალდუ უკეთ მოემზადოს ერთა ლიგის ფინალისთვის.