რონალდუ - მე რობოტი არ ვარ
რონალდუ - მე რობოტი არ ვარ

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

„ალბათ ხალხი ფიქრობს, რომ რობოტი ვარ, მაგრამ ეს ასე არაა. ისინი ისე მიყურებენ თითქოს, არასოდეს მაქვს პრობლემები და არასოდეს ვარ მოწყენილი. საზოგადოება ადამიანებს ფულით აფასებს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ცუდია. ისინი ფიქრობენ – როგორ უნდა იყო ცუდად, როცა ამდენი ფული გაქვს? მაგრამ დამიჯერეთ, რომ ეს ასე არაა. ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ყველა ერთნაირი არაა. თითქოს ხალხი ელოდება, როდის გავაფუჭებ თერთმეტმეტრიანს ან წავაგებ თამაშს, რათა გამაკრიტიკონ, მაგრამ ეს ცხოვრების ნაწილია და ამისთვის მზად ვარ. ყოველ წელს უნდა დაამტკიცო, რომ საუკეთესო ხარ. ეს ყველაფერი ოდნავ დამღლელი და რთულია. გარდა ამისა, გყავს ოჯახი, რომელსაც შენი ყურადღება სჭირდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ვიმყოფები“.

რონალდუმ პრესასთან საკუთარ კარიერაზეც ისაუბრა.

„ხალხი ფიქრობს, რომ თამაში აღარ შემიძლია, რადგან 34-ის ვარ, მაგრამ მათ უნდა დავუმტკიცო, რომ ჯერ კიდევ შემიძლია მწვერვალების დაპყრობა. სწორედ ასეთი ადამიანები მაძლევენ მოტივაციას.

ახალგაზრდობიდანვე ვგრძნობდი დიდ წნეხს. როდესაც მადრიდის „რეალში“ გადავედი, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვიყავი ფეხბურთის ისტორიაში. ასევე, როცა ოქროს ბურთი პირველად ავიღე, საზოგადოება ფიქრობდა, რომ მე უკვე ყველაფერს მივაღწიე, მაგრამ ეს ასე არ იყო. სწორედ იმ დროიდან დაიწყო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“, – განაცხადა პორტუგალიელმა.