ლუკა ტონი – რონალდუ და იკარდი ერთად შესანიშნავად ითამაშებენ

13:34, 09.07.2019

იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ, არგენტინელ თავდამსხმელ იკარდის შეძენის შემთხვევაში, ტურინელების სათამაშო სქემაზე ისაუბრა.

„ჩემი აზრით, რონალდუ და იკარდი ერთად შესანიშნავად ითამაშებენ. ორივე მათგანი მაღალი კლასის შემსრულებელია. სარის ვურჩევ, იკარდის გადაბირების შემთხვევაში – 4-3-1-2 სქემით ათამაშოს გუნდი. პორტუგალიელი ვარსკვლავი და იკარდი შემტევებად, ხოლო რემზი 10 ნომრის პოზიციაზე“, – განაცხადა ლუკამ.

მოგეხსენებათ, ტურინელები იკარდის გადაბირებას ცდილობენ და „ინტერმაც“ განაცხადა, რომ არგენტინელი კლუბს დატოვებს.

მსგავსი