კრიშტიანუმ ნეიმარის „იუვენტუსში“ ტრანსფერი მოიწონა
კრიშტიანუმ ნეიმარის „იუვენტუსში“ ტრანსფერი მოიწონა

ბრაზილიის ნაკრების ფორვარდ ნეიმარს „პარი სენ-ჟერმენიდან“ „იუვენტუსში“ გადასვლის რეალური შანსი გაუჩნდა.

ფეხბურთელის გარემოცვას მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე ჩიხში შევიდა და სხვა ვარიანტებს განიხილავს. „იუვენტუსი“ კი ის კლუბია, რომელშიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული. თუ „ბარსას“ მიმართულებით წინსვლა არ იქნება, აგენტი პინი ზაჰავი ამ კვირას შეხვდება ჩინეთში ტურინული კლუბის წარმომადგენლებს და განიხილავს შესაძლო ტრანსფერს.

ამ სავარაუდო გარიგების მთავარ ინიციატორად გამოდის კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ყოველთვის გამოხატავდა თავის პატივისცემას ბრაზილიელი ვარსკვლავის მიმართ. რონალდუ და ნეიმარი სხვადასხვა სარეკლამო რგოლის გადაღებისას დამეგობრდნენ, თან მნიშვნელოვანია ის, რომ ერთი მშობლიური ენა აქვთ – პორტუგალიური, – წერს გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივო“ (El Mundo Deportivo).

ნეიმარი 15 ივლისს შეუერთდა „პარი სენ-ჟერმენის“ შეკრებას.