რომელ ქვეყანაში გადაიყვანენ თემირლან მაჩალიკაშვილს სამკურნალოდ, ჯერ უცნობია
რომელ ქვეყანაში გადაიყვანენ სამკურნალოდ პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს, ჯერ ისევ უცნობია.
როგორც წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში აცხადებენ, ცოტა ხნის წინ შედგა სატელეფონო საუბრები კონსოლიუმში მონაწილე სპეციალისტებს შორის, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს სპეციალისტებს და კლინიკებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, გადაუგზავნის მათ შესაბამის დოკუმენტაციას და შეირჩევა კლინიკა პაციენტის გადასაყვანად.
„ჯერჯერობით ველოდებით ინფორმაციას კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებიდან და დეტალებზე შემდეგ ვისაუბრებთ. ამ თემაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს“, – განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ქირურგმა, ზაზა ლურსმანაშვილმა.