რა ხდება დედაქალაქის ქუჩებში მეტროს გაჩერების შემდეგ [ფოტო]
რა ხდება დედაქალაქის ქუჩებში მეტროს გაჩერების შემდეგ [ფოტო]

თბილისში დღეს დილიდან მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.

მეტროს გაჩერების გამო, მგზავრთა გაზრდილი ნაკადია ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში. მოქალაქეებს ხანგრძლივად უწევთ გაჩერებებზე დგომა.

ამასთან, თბილისის სხვადასხვა უბანში საცობებია.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“, დილის 06:00 საათზე მოსახლეობას მეტროს შესასვლელში დახვდა წარწერა „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ”.

მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ.

საგანგებო ბრიფინგი გამართა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მეტროს მემანქანეებს მოუწოდა, დაუყონებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს.