საღამოს საათებში ავტობუსების 34 მარშრუტზე დამატებითი რეისები შესრულდება
საღამოს საათებში ავტობუსების 34 მარშრუტზე დამატებითი რეისები შესრულდება

საღამოს საათებში მუნიციპალური ავტობუსების 34 მარშრუტზე ინტერვალების შესამცირებლად დამატებითი რეისები შესრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის პერიოდში მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდეგ მარშრუტებზე გავრცელდება: N2, N3, N6, N11, N15, N17, N19, N20, N25, N27, N39, N42, N44, N46, N47, N49, N50, N55, N56, N59, N61, N62, N70, N71, N72, N85, N86, N87, N88, N91, N92, N99, N101 და N102.

დატოვე კომენტარი