თბილისის მეტროპოლიტენი არც დღეს მუშაობს - მუნიციპალური ავტობუსები კვლავ უფასოა
თბილისის მეტროპოლიტენი არც დღეს მუშაობს - მუნიციპალური ავტობუსები კვლავ უფასოა

თბილისის მეტროპოლიტენი დღესაც გაჩერებულია. ქალაქში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები კი მგზავრებს კვლავ უფასოდ ემსახურებიან.

თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გვიან ღამით შეხვედრა შედგა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

როგორც ერთ-ერთმა მემანქანემ განაცხადა, მერის შემოთავაზება, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით თბილისის მერია მსჯელობას 2019 წლიდან დაიწყებს, მათთვის მიუღებელია.

მემანქანეები გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და პროტესტს აგრძელებენ.

ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოთქვა იმედი, რომ უახლოეს ხანებში მოხდება პოზიციების შეჯერება და მეტრო გაიხსნება.

გლდანში მისვლამდე კახა კალაძე გაფიცულ მემანქანეებს თბილისის მერიაში შეხვდა, თუმცა მერიაშიც შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

მეტროს მემანქანეები 4 ივნისს დილიდან გაიფიცნენ.  

გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მენანქანეების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 45 პროცენტით მატებაა.

დატოვე კომენტარი