მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ 
მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ 

​მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ. როგორ ერთ-​ერთმა მემანქანემ პირველ არხს განუცხადა, დილის 06:00 საათზე არც ერთი მეტროსადგური არ გაიხსნა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“, მეტროს შესასვლელში გამოაკრეს აბრა, წარწერით „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ”.

ამ წუთებში გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთობა 2013“-ის წევრები აქციას მართავენ. ორგანიზაციის წევრების განცხადებით, დღეიდან მეტროს მემანქანეები პროტესტის ნიშნად არ იმუშავებენ. ისინი შიმშილობის დაწყებასაც გეგმავენ.

მეტროს მემანქანეები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.