თბილისის მერიაში მემანქანეებთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, შეხვედრა გლდანის დეპოს ტერიტორიაზე გაგრძელდება
თბილისის მერიაში მემანქანეებთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, შეხვედრა გლდანის დეპოს ტერიტორიაზე გაგრძელდება

თბილისის მერიაში გაფიცული მემანქანეებისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერი და შეხვედრის მონაწილეები ამჯერად გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე წავლენ, სადაც მეტროს სხვა მემქანანეები არიან შეკრებილი და მოლაპარაკებებს იქ გააგრძელებენ.

როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, ორივე მხრიდან გამოთქმულია მზაობა იმისთვის, რომ გადაიდგას ნაბიჯები მეტროს მუშაობის მალე აღსადგენად.

„კარგია, რომ ორივე მხრიდან გამოთქმულია მზაობა იმისთვის, რომ გადაიდგას ნაბიჯები, რათა მეტროს მუშაობ მალე აღდგეს,

კიდევ ერთხელ მოვუსმინეთ მათ. მნიშვნელოვანია შევიდეთ ერთმანეთის მდგომარეობაში და მივიღოთ დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ.  გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მენანქანეების მთავარი მოთხოვნა ხელფასების 45 პროცენტით მატებაა.