მემანქანეების გაფიცვის გამო, მეტროსადგურები დაკეტილია
მემანქანეების გაფიცვის გამო, მეტროსადგურები დაკეტილია

მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო, ყველა მეტროსადგური დაკეტილია. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანზე“, დილის 06:00 საათზე მოსახლეობას მეტროს შესასვლელში დახვდა წარწერა –  „მეტრო დაკეტილია, გთხოვთ ისარგებლოთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ”.

როგორც ერთ-​ერთმა მემანქანემ პირველ არხს განუცხადა, დღეიდან მეტროს მემანქანეები პროტესტის ნიშნად არ იმუშავებენ.

ამ წუთებში გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთობა 2013“-ის წევრები აქციას მართავენ. ისინი შიმშილობის დაწყებასაც გეგმავენ. მეტროს მემანქანეები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.