ქუთაისში კორონავირუსისგან შვიდი ორსული და მელოგინე გამოჯანმრთელდა
ქუთაისში კორონავირუსისგან შვიდი ორსული და მელოგინე გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსისგან შვიდი ორსული და მელოგინე გამოჯანმრთელდა. მათ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვეს.

კოვიდცენტრში დღეს კიდევ ოთხი ორსულის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. პაციენტები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ორსულებს მაღალი ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა, ხველა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდათ. კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში ამ დროისათვის 35 ორსული და მელოგინე რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.