ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან შვიდი ჩვილი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან შვიდი ჩვილი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსისგან შვიდი ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილებიდან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის ასაკის არის.

ჩვილების ნაწილი კლინიკაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, ნაწილი კი საცხოვრებელი სახლებიდან გადაიყვანეს. მათი დაინფიცირება დედასთან კონტაქტს უკავშირდება.

ამ დროისთვის კოვიდცენტრში შვიდი ჩვილი განაგრძობს მკურნალობას. მათგან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის არის. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.