სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 84 პაციენტი მკურნალობს, მათგან რვის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 84 პაციენტი მკურნალობს, მათგან რვის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 19 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 84 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 34 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 21, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – ცხრა, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – ექვსი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 14. რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 105 პირი.