კლინიკა „ბომონდში“ კოვიდინფიცირებულმა იმშობიარა, 47 წლის დედისა და ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
კლინიკა „ბომონდში“ კოვიდინფიცირებულმა იმშობიარა, 47 წლის დედისა და ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 47 წლის კოვიდდადებითმა ქალმა ტყუპები გააჩინა.

„47 წლის კოვიდდადებითი ქალბატონი ტყუპების დედა გახდა. ქალბატონი შვილს 10 წლის განმავლობაში ელოდა. ტყუპი ქალ-ვაჟი ქვეყანას „კლინიკა ბომონდში“, ფერისცვალების დღესასწაულზე, საკეისრო კვეთის გზით მოევლინა.

აღსანიშნავია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკაში 10 ახალშობილი დაიბადა. აქედან შვიდი ფიზიოლოგიურ, ხოლო სამი კოვიდსამეანო განყოფილებაში გაჩნდა.

დედებისა და ახალშობილების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„კლინიკა ბომონდი“ იზიარებს ოჯახების ბედნიერებას. მშვიდობასა და ჯანმრთელობას უსურვებს ახალშობილთა ოჯახებს, ხოლო სამედიცინო პერსონალს მადლობას უხდის დაუღალავი შრომისათვის“, – აღნიშნულია კლინიკის გვერდზე „ფეისბუქში“.