სამეგრელო-ზემო სვანეთის ექვს კოვიდცენტრში 182 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ექვს კოვიდცენტრში 182 პაციენტი მკურნალობს, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა

გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ექვს კოვიდცენტრში 182 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 18 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რუხის კლინიკაში იმყოფება 50 კოვიდინფიცირებული პაციენტი, ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სენაკის კლინიკა სენამედში იმყოფება 35 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 კოვიდპაციენტი პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალიდი  20 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 11 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

სენაკის კლინიკა ლაზიკა მედიში 27 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 75 კოვიდინფიცირებული პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 58 ადამიანი“, – აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.