ქუთაისის კლინიკა „ბომონდი” კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ 30-მა პაციენტმა დატოვა

23:24, 01.12.2020

გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისის კლინიკა „ბომონდი” კორონვირუსისგან გამოჯანმრთელებულმა კიდევ 30-მა პაციენტმა დატოვა.

კოვიდცენტრში გამოჯანმრთელდა მელოგინე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკეისრო კვეთის შემდეგ, თანმდევი დაავადების გამო გართულდა. მან კლინიკა ჩვილთან ერთად დატოვა.

კოვიდ ცენტრის გინეკოლოგიურ განყოფილებაში 33 ორსული და მელოგინე რჩება. მედიკოსების განცხადებით, განყოფილებას კიდევ რვა პაციენტი დატოვებს. მათ ვირუსი საბოლოოდ დაამარცხეს.

კლინიკაში ასევე ელოდებიან კორონავირუსით ინფიცირებული 15 დღის ჩვილის გამოჯანმრთელებას. ჯამში კოვიდცენტრის ნეონატოლოგიურ განყოფილებაში 11 ჩვილია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი