ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში კორონავირუსისგან ყველაზე პატარა პაციენტი, 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა. ჩვილი მკურნალობისა და მონიტორინგის ქვეშ ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

კლინიკა „ბომონდის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით – სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი სამკურნალოდ კლინიკის კოვიდცენტრში გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის. 13 სექტემბრიდან დღემდე კი განყოფილება დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 129 ბავშვს მოემსახურა.

რაც შეეხება ზოგად სტატისტიკას, კლინიკაში ამ დროისთვის 125 კოვიდდადებითი პაციენტია მოთავსებული.