სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდცენტრში 185 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის ხუთ კოვიდცენტრში 185 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 185 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 86 პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40, აბაშის „ევექსის“კლინიკაში – 25. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ – 44.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 125 პირი.