პერუში, ორსართულიან ავტობუსში ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
პერუში, ორსართულიან ავტობუსში ხანძრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

პერუს დედაქალაქში, ორსართულიან ავტობუსში ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა. „როიტერ“-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სხეულის დაზიანება რვა ადამიანმა მიიღო.

თვითმხილველების განცხადებით, ცეცხლი თავდაპირვლად ავტობუსის ძრავში გაჩნდა და მთელ ავტობუსზე სწრაფად გავრცელდა. ავტობუსი მთლიანად დაიწვა.

ცეცხლის ჩასაქრობად რვა სახანძრო ბრიგადა გამოიძახეს. ცეცხლის ლიკვიდაციის შემდეგ მეხანძრეებმა თქვეს, რომ ავტობუსს ცეცხლმაქრები და უსაფრთხოების აღჭურვილობა არ ჰქონდა.

ლიმას მერმა პირობა დადო, რომ ავტობუსის მფლობელებს დასჯის.