სლოვენიაში წყალდიდობას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა

სლოვენიაში გადაუღებელი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერის“ ცნობით, სტიქია ქვეყნის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნაწილს დაატყდა თავს. შედეგად შეფერხებულია ავტომობილებით გადაადგილება და სარკინიგზო მიმოსვლა. 16 000 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წვიმის შემდეგ მეწყერი ჩამოწვა. მაშველებს სოფლების ნაწილში ჩასვლა უჭირთ. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, მაშველებს გასაბერი ნავებით დაეხმარონ.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულია რამდენიმე ვერტმფრენიც. დატბორილი სახლებიდან მოქალაქეთა ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მაშველების დასახმარებლად მზად არის არმიაც.

სინოპტიკოსები პროგნოზით, მომდევნო დღეებში გადაუღებელი წვიმა ასევე მოსალოდნელია სლოვენიის მეზობელ ხორვატიასა და ბოსნიაშიც.