ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სამხედროებს შორის დაპირისპირების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა
ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სამხედროებს შორის დაპირისპირების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სამხედროებს შორის მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, ყირგიზეთში მსხვერპლის რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად ყირგიზეთში საერთო ჯამში 154 ადამიანი დაშავდა. საავადმყოფოებში ამ დროისთვის 80 ადამიანი იმყოფება. ტაჯიკეთის მედია ამ დროისთვის ექვსი ადამიანის დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, 28-29 აპრილს მომხდარი შეირაღებული დაპირისპირების საკითხი ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა განიხილეს. პრეზიდენტებმა ვითარების მოკლე დროში დეესკალაციის ზომებზე ისაუბრეს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ტაჯიკეთი და ყირგიზეთი დღის ბოლომდე სასაზღვრო ზონიდან სამხედროების გაყვანაზე შეთანხმდნენ.