ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში მსხვერპლთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა
ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში მსხვერპლთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

ღაზას სექტორიდან განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში მსხვერპლის რიცხვი ცხრამდე გაიზარდა.

ისრაელის ექიმების ინფორმაციით, 50 წლის ქალი სარაკეტო შეტევის განგაშის დროს თავშესაფრისკენ გარბოდა, რა დროსაც დაეცა და სერიოზულად დაშავდა. ასევე დაიღუპა 87 წლის ქალი, რომელიც გასულ ღამეს განგაშის სიგნალების ჩართვის შემდეგ დაეცა და მძიმედ დაშავდა. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასულ ღამეს ოთხმა ქალმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტა და ჭურვი ისროლეს. მხოლოდ გასული ღამისა და დღევანდელი დილის მონაცემებით, არაბული ანკლავიდან ისრაელის ტერიტორიისკენ 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

დატოვე კომენტარი