ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 230-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის 65 ბავშვი და 39 ქალია. ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის დაბომბვების შედეგად, სხეულის დაზიანება სულ მცირე 1 710-მა ადამიანმა მიიღო.

ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ღაზას სექტორში დაღუპულთა შორის სულ მცირე 160 ადამიანი „ჰამასის“ და „ისლამური ჯიჰადის“ წევრები იყვნენ, სამოქალაქო მსხვერპლის დიდი ნაწილი კი ძირითადად ღაზას სექტორიდან შეცდომით გაშვებულმა რაკეტებმა გამოიწვია.