ღაზას სექტორში სამხედრო კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში სამხედრო კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა

ღაზას სექტორში სამხედრო კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა, მათ შორის 64 მცირეწლოვანია. დაშავებულთა ოდენობა 1 600-ს აღემატება.

ინფორმაციას „ალჯაზირა” ავრცელებს.

ისრაელის მხარეს 12 მსხვერპლია, დაშავებულია სულ 300-მდე ადამიანი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის მოწოდების მიუხედავად, ისრაელი განაგრძობს ოპერაციას, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს. მისი თქმით, მიზანი ისრაელის მოქალაქეებისთვის სიმშვიდისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.