მედიის ცნობით, რუსეთის ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის დაბომბვას, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

11:21, 15.04.2023

რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკის დაბომბვას, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის არის ორი წლის ბავშვი. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის არმიამ სლავიანსკის მიმართულებით „ეს-300“-ის ტიპის შვიდი რაკეტა გაუშვა, საიდანაც ექვსი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. დაზიანდა ხუთი მრავალსართულიანი შენობა, ხუთი კერძო სახლი, სკოლა, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზია და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

მსგავსი