მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ორი მოზარდი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი
მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ორი მოზარდი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი

მარნეულში მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აივნის ჩამონგრევის შედეგად, გარდაცვლილია 40 წლამდე ქალი, ასევე რვა თვის ორსული, თუმცა ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს.

როგორც „ავერსის“ კლინიკის ექიმი აცხადებს, ორსული კლინიკაში შესვლის დროს უკვე გარდაცვლილი იყო, თუმცა მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა.

საავადმყოფოშია გადაყვანილი გარდაცვლილი ქალის ორი შვილი. როგორც ექიმები აცხადებენ, შვიდი და რვა წლის მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია. ერთი მათგანი „ავერსის“ კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მეორე კი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობს სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მეხუთე სართულის აივანი დღეს მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიულია.