„პარტიზანის“ მთავარი მწვრთნელი - ჯერ „საბურთალსოთან“ საბოლოო გამარჯვებაზე საუბარი ნაადრევია #1TVSPORT
ტირანას „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა დრიტან მეჰმეტიმ კონფერენს ლიგის პირველ მატჩში „საბურთალოსთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.
„პარტიზანს“ პირველ ტაიმშიც ჰქონდა მომენტები, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა. როცა მატჩი ისეთ მეტოქესთან გაქვს, რომელიც სათამაშო რიტმშია, უნდა დაუპირისპირდე მაქსიმალურად კარგი მომზადებით. ასეთ მატჩებში ტაქტიკაზე ბევრი უნდა იფიქრო. გუნდს ხანგრძლივი მოგზაურობა მოუხდა. ამიტომ 3 კვირის განმავლობაში იდეალურად მომზადება ადვილი არ იყო.
დროა საჭირო, რომ ევროთასების კვალიფიკაციას კარგ მდგომარეობაში შეხვდე და საჭირო ტონუსში იყო. ამიტომ მოგება მახარებს, მაგრამ პირველი რაუნდის მოგება არ არის საბაბი, რომ თავი დავიმშვიდოთ. ასეთივე მობილიზებულები უნდა დავრჩეთ, რადგან ტირანაშიც ძალიან რთული მატჩი გველის.
მეორე ტაიმში გუნდმა ცოტა უფრო სწრაფად ითამაშა, მაგრამ ბოლო 10 წუთი მოეშვა და უპირატესობა მეტოქემ მოიპოვა. ალბათ, ეს ფეხბურთელების ემოციური მდგომარეობის შედეგი იყო. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს და ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებებში ბევრი პირველად თამაშობს. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ 2-3 მომენტის განიავების შემდეგ თავდაჯერებულობა დავკარგეთ და უკან დავიხიეთ.
დასრულდა თუ არა ყველაფერი პირველი მატჩის მოგების შემდეგ? ეს შეცდომა არ უნდა დავუშვათ. განმეორებით მატჩში პირველიდან ბოლო წამამდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ. ყველაზე რთული ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა „პარტიზანის“ მთავარმა მწვრთნელმა.