„საბურთალომ“ კაცნაკლულ „გაგრას“ დიდი ანგარიშით მოუგო #1TVSPORT
„საბურთალომ“ კაცნაკლულ „გაგრას“ დიდი ანგარიშით მოუგო #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში „საბურთალომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.


საბურთალო-გაგრა 3:0


გოლები: 1:0 ო. მამაგეიშვილი (34. გ. მამაგეიშვილი პასით). 2:0 ი. ტაბატაძე (42. პენალტით). 3:0 გ. კოხრეიძე (63-პენალტით).

გაძევება: ნ. ქავთარაძე (3. გაგრა)

 

შეხვედრის შედეგზე გავლენა მე-2 წუთზე მომხდარმა ინციდენტმა მოახდინა – ბოლო იმედის ჯარიმისთვის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან „გაგრის“ მეკარე ნიკა ქავთარაძე გააძევა, რომელმაც „საბურთალოს“ შემტევი იური ტაბატაძე მოცელა.

თბილისელებმა რიცხობრივი უპირატესობით პირველივე ტაიმში ისარგებლეს. 34-ე წუთზე გოლი ტყუპი ძმების, მამაგეიშვილების შეტევას მოჰყვა – გიზოს გადაცემით ოთარმა თბილისელები ეფექტური დარტყმით დააწინაურა. 42-ე წუთზე სტუმართა კარში შეიკნე სილას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კი გოლად იური ტაბატაძემ გარდასახა – 2:0.

„საბურთალომ“ შესვენების შემდეგ უპირატესობა სამამდე გაზარდა. სტუმართა კარში მეორე პენალტი გიზო მამაგეიშვილის წაქცევისთვის დაინიშნა, გიორგი კოხრეიძემ კი ეფექტური დარტყმით მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა – 3:0.

ექვსი ტურის შემდეგ „საბურთალომ“ ცხრა ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „გაგრას“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი ქულა აქვს და ბოლო (მე-10) ადგილზეა.