„საბურთალომ“ გორის „დილასთან“ ფრე ითამაშა #1TVSPORT
„საბურთალომ“ გორის „დილასთან“ ფრე ითამაშა #1TVSPORT

„საბურთალო“ ეროვნული ლიგის შეხვედრაში გორის „დილას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ქულას დასჯერდა 0:0.

პირველ ტაიმში „საბურთალო“ უკეთ გამოიყურებოდა, მომენტებიც შექმნა, ირაკლი სიხარულიძემ კი „დილას“ კარის ბადეც შეარხია, მაგრამ თამაშგარე დაუფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. ტაიმის ბოლოს ორი კარგი შანსი „დილასაც“ ჰქონდა, მაგრამ მეტოქეთა მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა და შესვენებაზე მეტოქეები უგოლოდ გავიდნენ.

მეორე ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი სიხისტისა და უხეშობის ზღვარზე მოქმედებდა. მთავარმა არბიტრმა ყვითელი ბარათი 9-ჯერ გამოიყენა, მათ შორის ერთი „დილას“ მთავარ მწვრთნელს, ანდრეი დემჩენკოს უჩვენა.

59-ე წუთზე „საბურთალომ“ ზედიზედ ორჯერ რეალური საგოლე მომენტი შექმნა და ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ იური ტაბატაძისა და ირაკლი სიხარულიძის დარტყმები მცველებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს და „დილა“ გადაარჩინეს.

საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა და 4 ტურის შემდეგ „საბურთალო“ 5 ქულით მე-5 პოზიციაზე დარჩა, ხოლო გორის „დილა“ (3 ქულა) მე-7 ადგილზეა.