„საბურთალო“ ამხანაგურ მატჩში „პიუნიკთან“ დამარცხდა #1TVSPORT
„საბურთალო“ ამხანაგურ მატჩში „პიუნიკთან“ დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანი, თბილისის „საბურთალო“ ამხანაგურ შეხვედრაში სომხურ „პიუნიკს“ დაუპირისპირდა და 1:4 დამარცხდა.

თბილისის ზღვაზე მდებარე „ილია კოკაია არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში უპირატესობას სომხური კლუბი ფლობდა. აღსანიშნავია, რომ „პიუნიკმა“ ოთხივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. ერევნელთაგან ორმა ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა – დავიდ დავიდიანმა (7, 28) და ტაოფიკ ჯიბრილმა (27, 39). „საბურთალომ“ მეორე ნახევარში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

პიუნიკი“ სომხეთის საკლუბო ფეხბურთში ბოლო წლებში გამორჩეული გუნდია. მიმდინარე სეზონში ჩატარებული ექვსი ტურის შემდეგ გუნდი 14 ქულით პირველ ადგილზეა და ლევან კუტალიასა და დავით ხურციძის „ალაშკერტს“ (13) მინიმალური უპირატესობით ასწრებს.

ამხანაგური შეხვედრა გამართა „გაგრამ“, რომელმაც „ვიტ ჯორჯია“ 5:1 დაამარცხა. კლოდინმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი ზურაბ მუსელიანის, გიორგი ლომთაძის და ვლადისლავ ხომუტოვის ანგარიშზეა.