ნავალოვსკი „საბურთალოში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა #1TVSPORT
ნავალოვსკი „საბურთალოში“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნავალოვსკი „საბურთალოში“ იმუშავებს. იგი მთავარი მწვრთნელის, ომარ თეთრაძის ერთ-ერთ ასისტენტად დაინიშნა.

36 წლის ყოფილმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა და ბათუმის „დინამოში“ უნდა ემუშავა, მაგრამ საბოლოოდ თბილისურ კლუბში მუშაობას ომარ თეთრაძის თხოვნის გამო დათანხმდა – „საბურთალოს“ მწვრთნელს „ჯვაროსნების“ ყოფილ მცველთან ადრე უმუშავია და გვერდით ასეთი გამოცდილი ვეტერანი სჭირდებოდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი 36 წლისაა. ნავალოვსკიმ საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, უთამაშია რუსთავის „ოლიმპში“, მახაჩყალის „ანჟიში“, ბაქოს „ინტერში“, ნიჟნის ნოვგოროდის „ვოლგაში“, „ხიმკიში“, ნოვოკუზნეცკისმეტალურგ კრივბასში“, ხაბაროვსკის „სკა-ენერგიაში“, „ტოსნოში“, გორის „დილაში“, ბერძნულ „ვერიაში“, ბაქოს „ნეფთჩისა“ და მინსკის „დინამოში“. ბოლოს ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა.

ნავალოვსკი საქართველოს ნაკრებში 2008 წელს მიიწვიეს და 2 მატჩი ჩაატარა. მერე იყო 7-წლიანი პაუზა, ეროვნულ გუნდში კახა ცხადაძემ დააბრუნა და 4 წლის ხნის განმავლობაში შეუცვლელი მარცხენა მცველი იყო. სულ გიორგიმ „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა.