გურამ გოშთელიანი „საბურთალოს“ კაპიტანია #1TVSPORT
გურამ გოშთელიანი „საბურთალოს“ კაპიტანია #1TVSPORT

გურამ გოშთელიანი, რომელიც „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და წლებია, კლუბის ღირსებას იცავს, ახალი სეზონიდან თბილისელთა კაპიტანი იქნება.

2015 წელს გოშთელიანს „საბურთალოსთან“ ერთად მოგებული აქვს ეროვნული ლიგა 2, 2018 წელს ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა, ხოლო 2020 წელს – საქართველოს სუპერთასის.

2021 წელს გოშთელიანი წავიდა ბულგარეთის რანგით მეორე ლიგის „პირინში“, ხოლო 2022 წელს ჩაირიცხა „თელავში“, მშობლიურ კლუბს კი გასული წლის ივნისში დაუბრუნდა. „საბურთალოს“ ახალ კაპიტანს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

2022 წელს გოშთელიანი ეროვნული ლიგის გასული სეზონის რეკორდსმენი გახდა. 26-ე ტურში „ლოკომოტივთან“ მოგებულ (5:1) შეხვედრაში „საბურთალოს“ ყველა გოლში მონაწილეობდა – მატჩის გმირმა დუბლი შეასრულა და 3 საგოლე პასი გააკეთა.