„საბურთალო“ რთულ მდგომარეობაშია - თბილისელები ალბანურ „პარტიზანს“ ვერ გაუმკლავდნენ #1TVSPORT
„საბურთალო“ რთულ მდგომარეობაშია - თბილისელები ალბანურ „პარტიზანს“ ვერ გაუმკლავდნენ #1TVSPORT

„საბურთალო“ პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ევროთასების მატჩი საქართველოში ჩაატარა. მაგრამ გულშემატკივრის იმედები ვერ გაამართლა და კონფერენს ლიგის პირველ შეხვედრაში ალბანურ „პარტიზანთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული დაპირისპირების პირველ ნახევარში „საბურთალო“ უპირატესობას ფლობდა და რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ თბილისელები ბოლო მომენტში ზუსტ დარტყმას ვერ ახერხებდნენ.

მეორე ტაიმი კი „საბურთალოსთვის“ ცუდად დაიწყო – სწრაფი კონტრშეტევა ტედი კარამ დააგვირგვინა და „პარტიზანი“ დააწინაურა 1:0. თბილისელები მატჩის ბოლომდე მთელი ძალებით ცდილობდნენ ანგარიშის გათანაბრებას, სამი რეალური მომენტიც შექმნეს. თუმცა ვერ ისარგებლეს და საბოლოოდ დამარცხდნენ 0:1.

განმეორებითი მატჩი 14 ივლისს გაიმართება და გასვლაზე მოგებული მატჩის გათვალისწინებით, უპირატესობა ორრაუნდიან დაპირისპირებაში ტირანელებმა მოიპოვეს.