პარიზის მსგავსად ყვითელჟილეტიანების აქციის გამართვა ბრიუსელშიც სცადეს
პარიზის მსგავსად ყვითელჟილეტიანების აქციის გამართვა ბრიუსელშიც სცადეს. პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა.
როგორც პოლიციაში განმარტეს, ისინი ბელგიის დედაქალაქში არასანქცირებული მიტინგის ჩატარებას აპირებდნენ. მომიტინგეები აპირებდნენ, სოლიდარობა გამოეცხადათ ფრანგი დემონსტრანტებისთვის.
ბრიუსელში მობილიზებულია 1000-ზე მეტი სპეცრაზმელი. ისინი ბელგიის დედაქალაქში წესრიგს იცავენ. მათ ევროკვარტლისკენ მიმავალი მომიტინგეები ბლოკირებული ჰყავთ და გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ.
მომიტინგეთა თქმით, ისინი ხელისუფლებისგან სოციალურ სამართლიანობას მოითხოვენ.
მანამდე ბელგიის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს სულ მცირე ხუთი ადამიანი, რომლებიც ინტერნეტით მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, ბრიუსელში არეულობა მოეწყოთ.