ბრიუსელში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია გაიმართა
ბრიუსელში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ მრავალათასიანი აქცია გაიმართა

ბრიუსელში ათობით ათასმა ადამიანმა მონაწილეობა მიიღო დემონსტრაციაში კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მსოფლიო ლიდერებს კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად უფრო აქტიური მოქმედებისკენ მოუწოდეს.

მანიფესტაციის ორგანიზატორი ათობით გარემოს დამცველი ორგანიზაცია იყო. ეს კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ბრიუსელში ყველაზე ხალხმრავალი აქცია იყო.

ბელგიის დედაქალაქში მასშტაბური დემონსტრაცია მიმდინარე თვის ბოლოს გლაზგოში დაგეგმილი გაერო-ს კლიმატური კონფერენციის წინ გაიმართა.

გაერო-ს კლიმატური კონფერენცია 31 ოქტმბერს დაიწყება და 12 დღეს გაგრძელდება.