თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მუსტაფა ემრე ჩაბუქის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად ცოტა ხნის წინ გავიდა.
მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დაკმაყოფილდება თუ არა ჩაბუქის სარჩელს და ბათილად ცნობდა თუ არა დევნილთა სამინისტროს აქტს, ჩაბუქისთვის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
სხდომაზე ჩაბუქი სიტყვით გამოვიდა და განმარტა, რომ 2016 წელს თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ის არ მონაწილეობდა.
„ოჯახის გამო მეშინია. ჩემი ოჯახი თურქეთში ვერ ჩავა, აქ უნდა დარჩეს მუქარიდან გამომდინარე. იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს ამას“, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა სასამართლო პროცესზე.