მამუკა მდინარაძე - მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე თურქეთთან ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს
მამუკა მდინარაძე - მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე თურქეთთან ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს

როგორც ყოფილი უფლებადამცველი, ზოგადად ყოველთვის გათავისუფლების მომხრე ვარ, – ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც დემირელის კოლეჯის ყოფილი მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ერთი კონკრეტული საქმე თურქეთთან ურთიერთობებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

“როგორც ყოფილი უფლებადამცველი, ზოგადად ყოველთვის გათავისუფლების მომხრე ვარ. რაც შეეხება საკითხს, ეს არ იმოქმედებს ჩვენი მეზობლის, სტრატეგიული პარტნიორისა და ჩვენს ურთიერთობაზე. გვაქვს უამრავი რესურსი და ჩვენი კავშირები, გამოცდილება, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ერთი კონკრეტული ქეისი ზეგავლენას მოახდენს რაიმე ურთიერთობაზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.