რებეკა ჰარმსი - თამარ ხულორდავამ ახლა მომწერა, რომ ემრე ჩაბუქი გირაოთი გაათავისუფლეს, ძალიან ბედნიერი ვარ
რებეკა ჰარმსი - თამარ ხულორდავამ ახლა მომწერა, რომ ემრე ჩაბუქი გირაოთი გაათავისუფლეს, ძალიან ბედნიერი ვარ

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის წინასაექსტრადიციო პატიმრობის გირაოთი შეცვალას ევროპარლამენტის წევრი რებეკა ჰარმსი მიესალმება.

„კარგი ამბავი. ჩემმა კოლეგამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა თამარ ხულორდავამ ახლა მომწერა, რომ მუსტაფა გირაოთი გაათავისუფლეს. ძალიან ბედნიერი ვარ მის გამო, მისი ოჯახის გამო და საქართველოს გამო. #FreeCabuk“, – წერს ჰარმსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ევროპარლამენტარმა ჩაბუქი რამდენიმე დღის წინ გლდანის ციხეში მოინახულა.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურორის შუამდგომლობა ჩაბუქისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. პროკურატურა 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, სასამართლომ კი, გირაოს რაოდენობა 1000 ლარზე განსაზღვრა.

დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი 2017 წლის 24 მაისს საქართველოში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. მას ბრალად იმ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რომელიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთჰულა გიულენთანაა კავშირში. გიულენს კი, თურქეთში გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებენ. მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამ დრომდე, წინასაექსტრადიციოპატიმრობაში იმყოფებოდა.