მუსტაფა ემრე ჩაბუქი - ველოდები, რომ სასამართლო ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს
მუსტაფა ემრე ჩაბუქი - ველოდები, რომ სასამართლო ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს

ველოდები, რომ სასამართლო ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან საქართველო არის დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა, – ამის შესახებ დემირელის კოლეჯის მენეჯერმა, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჩაბუქმა აღნიშნა, სჯერა, რომ ქართული სასამართლო გადაწყვეტილებაში თავისუფალი იქნება.

„Amnesty International​-ი არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია. ამასთან დაკავშირებით მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მის ხელმძღვანელს საქართველოში, რადგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამიწია. ჩემი დაკავების პერიოდში, ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად იყო სახალხო დამცველის აპარატი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა. ჩემი დაკავების პერიოდი დასრულდა, მაგრამ ახლა სასამართლოს პერიოდი გრძელდება. ველოდები,რომ სასამართლო ჩემი ექსტრადირების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რადგან საქართველო არის დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა. მჯერა, რომ სასამართლო თავისუფალი იქნება გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ჩაბუქმა.