მოგერინი - ტრამპის მზადყოფნა, კიმ ჩენ ინის მიწვევა მიიღოს, ძალიან პოზიტიური მოვლენაა
ევროკავშირი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მზადყოფნას კიმ ჩენ ინთან შეხვედრასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გაავრცელა.
„პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნა, მიიღოს კიმ ჩენ ინის მიწვევა, ძალიან პოზიტიური მოვლენაა. ჩვენ ველოდებით ამ შეხვედრის შედეგებს“, – აღნიშნულია მოგერინის განცხადებაში.
9 მარტს დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა იგეგმება.