ფედერიკა მოგერინი კუბაში ჩავიდა
ფედერიკა მოგერინი კუბაში ჩავიდა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი კუბაში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და კუბას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაა.

უმაღლესმა ევროკომისარმა მოლაპარაკება გამართა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრ ბრუნო როდრიგესთან, დღეს კი ევროკავშირი-კუბის ერთობლივი საბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი. მხარეები სავაჭრო და საინვესტიციო საკითხებს განიხილავენ.

ევროკავშირმა კუბასთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 2016 წელს გააუქმა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.