სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს ფხენიანში შეხვედრა შესთავაზა
სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს ფხენიანში შეხვედრა შესთავაზა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ფხენიანში შეხვედრა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეული გაზეთი „ჩუნან ილბო“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კიმ ჩენ ინის შეთავაზების შესახებ წერილში იყო აღნიშნული, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა დონალდ ტრამპს აგვისტოს მეორე ნახევარში გაუგზავნა.

გაზეთი ასევე წერს, რომ კიმ ჩენ ინის წერილში გამოთქმული იყო ინიციატივა, რომ ქვეყნებს შორის უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჩატარდეს.

ორი ქვეყნის ლიდერები უკვე სამჯერ შეხვდნენ: სინგაპურში, ჰანოიში და ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონაში, თუმცა ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების კუთხით ხელშესახები შედეგები ჯერჯერობით მიღწეული არ არის.