ფედერიკა მოგერინი - 2014 წლის დასაწყისიდან ევროკავშირმა უკრაინაში იმაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში
ფედერიკა მოგერინი - 2014 წლის დასაწყისიდან ევროკავშირმა უკრაინაში იმაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში

2014 წლის დასაწყისიდან ევროკავშირმა უკრაინაში იმაზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ეს განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.

„2014 წლის შემდეგ ჩვენ, უკრაინისთვის ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი ფინანსური დახმარება გამოვყავით – 15 მილიარდი ევროს ოდენობით. ჩვენ უკრაინით ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებულები“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

გარდა ამისა, მოგერინის თქმით, უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულება ყველაზე ამბიციური ხელშეკრულებაა.

„ყოველთვის მივიჩნევდი, რომ საუკეთესო რამ რაც შეიძლებოდა უკრაინისთვის გაგვეკეთებინა, მათ გვერდით დგომა იყო. მჯერა, რომ უკრაინელ ხალხს ესმის, აფასებს და ძალიან კარგად იცის, როგორ დავუახლოვდით ჩვენ მათ ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა მოგერინიმ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის სკანდალური სატელეფონო საუბრის გამოქვეყნების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ევროკავშირი და გერმანია იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი უკრაინას საკმარისად არ ეხმარებიან.

დატოვე კომენტარი