ფედერიკა მოგერინს ჯოზეპ ბორელი შეცვლის
ფედერიკა მოგერინს ჯოზეპ ბორელი შეცვლის

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯოზეპ ბორელი იქნება. ​ჯოზეპ ბორელი ამ პოსტზე ფედერიკა მოგერინის შეცვლის.

ამის შესახებ განცხადება, ევროკომისიის მომავალმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით ბორელი ფედერიკა მოგერინის პირველი ნოემბრიდან შეცვლის.

ბორელი ცნობილია საკუთარი მკაცრი დამოკიდებულებით რუსეთის მიმართ. 2019 წელს ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ რუსეთი ესპანეთის ძველი მტერია, რამაც მაშინ ვლადიმერ პუტინის შეშფოთება გამოიწვია.

ჯოზეპ ბორელი ამ თანამდებობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს.