მინდელის შახტის უბანი, სადაც დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა, დალუქული იყო და გუშინ გაიხსნა
მინდელის შახტის ის უბანი, სადაც დღეს ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქამდე დალუქული იყო და გუშინ გაიხსნა.
ამის შესახებ პირველ არხს დაღუპულის ოჯახის წევრებმა განუცხადეს. უბედური შემთხვევა იგივე უბანზე მოხდა, სადაც მიმდინარე წლის 5 აპრილს მომხდარ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაღუპული მეშახტეების ცხედრები ჯერ არ უპოვიათ. ოჯახის წევრები და ახლობლები ნეშტების ამოსვენებას ელოდებიან.
მინდელის შახტში ტრაგედია დღეს დილით მოხდა. შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.