მიხეილ სააკაშვილის სახლთან მომხდარი შეტაკების შედეგად რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა
მიხეილ სააკაშვილის სახლთან მომხდარი შეტაკების შედეგად რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია 112-ის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა.
„რამდენიმე სამართალდამცავი დაშავდა. ახლა კიდევ ერთმა ქალმა ჩაამტვრია პოლიციის მანქანის მინა, მას დააკავებენ“, – განაცხადა შევჩენკომ.
შსს-ს წარმომადგენლის თქმით, მოქალაქეთა ნაწილი საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას ხელს უშლის.
როგორც შევჩენკომ განაცხადა, იმ ადგილზე, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სამართალდამცავების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მოხდეს საზოგადოებრივი წესრიგისა დ აუსაფრთხოების უზრუნველყოფა.