კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება გრძელდება
კიევში მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება გრძელდება

კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებსა და სპეცრაზმის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება.  ​

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი კიევიდან იუწყება, მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ ტერიტორიაზე მდგარი მანქანები გადააყირაონ და ჩაკეტონ გზა.

მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმის დამატებით ძალებია მობილიზებული და ცდილობენ ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერებისგან გზა გაათავისუფლონ.

ცოტა ხნის წინ სპეცრაზმელებმა ე.წ. წიწაკის აირიც გამოიყენეს.

მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს, თუმცა მანქანა, რომელშიც ოდესის ყოფილი გუბერნატორი ზის მხარდამჭერთა წინააღმდეგობის გამო, ვერ ახერხებს ტერიტორიიდან გასვლას.